www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექვაირინგის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტრანზაქციული სისტემები
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

კომპანია "ტრანზაქციული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ექვაირინგის მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან და სუბ-კონტრაქტორებთან ურთიერთობა (ელ.ფოსტით, ტელეფონით და პირისპირ)
** განცხადებების მიღება, პროგრამაში რეგისტრირება.
** ტერმინალების დაპროგრამირება, ტექნიკური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე მიწოდება.
** მონაცემების დამუშავება და რეპორტის წარდგენა საჭიროების შემთხვევაში
** საჭიროების შემთხვევაში, მენეჯერის მიერ მოცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)
** სასურველია ინგლისური/ რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ავტომობილის ფლობა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** დეტალებისადმი ყურადღებიანი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდური
** შედეგებზე ორიენტირებული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო განაკვეთი: სრული, არასტანდარტული (5 სამუშაო დღე): 10:00-19:00 / 13:00-22:00 (კომენდანტის საათის პერიოდში 19:00-მდე)
** კარიერულ წინსვლას
** მივლინებები (საჭიროების შემთხვევაში)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** მეგობრული გარემო

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr.georgia@tr-sys.com; სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატს დაუკავშირდება ჩვენი თანამშრომელი.

ჩვენი ვებ გვერდია: http://tr-sys.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |