www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ოპერატორი
მომწოდებელი: ფუდ ალიანსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

კომპანია "ფუდ ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "ფუდ ალიანსი" აწარმოებს მაღალ ტექნოლოგიური მეთოდით სხვადასხვა სახეობის ევროპული სტანდარტის პურს, კრუასანის ცომისგან დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს და ქართულ ცომეულის რამოდენიმე სახეობას - გაყინული პროდუქტი (ნახევარფაბრიკატი, ფრანგულ ქართული ტექნოლოგიით).

მოვალეობები:

** ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება პროგრამა Exact-ში
** წარმოების ფინანსური მონაცემების შეტანა სისტემაში
** სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და შეკვეთების მიხედვით ლოჯისტიკური გადანაწილება
** ბუღალტრული და ფინანსური გატარებების სისწორის კონტროლი
** პერიოდულად ფინანსური რეპორტების მომზადება
** ფინანსური დირექტორის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

უნარები:

** ახლად დამთავრებული ბაკალავრი, სასურველია მაგისტრატურა ფინანსების სპეციალობით, საბანკო საქმე ან ბიზნეს ადმინისტრირება
** კომპანია უზრუნველყოფს დაქირავებულისთვის ტრეინინგის ჩატარებას და პროფესიულ გაზრდას
** სასურველია სამუშაო გამოცდილება (1 ან 2 წელი) ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში
** მათემატიკური, გამოთვლითი ლოგიკური აზროვნების უნარები
** კომპიუტერული პროგრამა "ექსელის" კარგი ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა
** მოტივირებული პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 800-1000 ლარი
** სრული განაკვეთი
** მდებარეობა: ნატახტარი.

შერჩეული კანდიდატი გაივლის გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.gerkeuli@falliance.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "ფინანსური ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |