www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - დროებითი
მომწოდებელი: კროკობეთი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

კომპანია "კროკობეთი" (http://www.crocobet.com) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა აზარტული თამაშების სფეროში.

ჩვენი გუნდი განაგრძობს ზრდას და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის (დროებითი) პოზიციაზე თბილისში, ქუთაისში, მარნეულსა და ზუგდიდში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-20:00 (შესაძლებელია სამუშაო საათების კორექტირება);
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, მარნეული, ზუგდიდი;
სამუშაოს ხანგრძლივობა: 2-3 თვე;
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსები.

მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა და მოზიდვისთვის საჭირო აქტივობების შესრულება;
** მომხმარებლებისთვის ბარათების შეთავაზება და რეგისტრაცია;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

მოთხოვნები:

** ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აზერბაიჯანული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (მარნეულის შემთხვევაში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება და დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@crocobet.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიისა და სასურველი ქალაქის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |