www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კასა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კომპანია "კასატრეიდი" ლიდერია GPS/GPRS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემებში.
ჩვენი კომპანია ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.

კასატრეიდი საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

ამჯერად კომპანია "კასატრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დიღმის მასივი; ა.ბელიაშვილის ქ.106
სამუშაოს გრაფიკი: 10:00 -19:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა

მოვალეობები:

** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და მოზიდვისთვის საჭირო აქტივობების შესრულება;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
** პოტენციური კლიენტებისათვის კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა(კომპანიის პრეზენტაცია)
** ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება მომხმარებლებთან
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარის მქონე, გუნდური მოთამაშე;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** შეხვედრების მოწყობის და პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** შეხვედრების მოწყობის და პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** გამართული კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: job@casatrade.ge; ამასთანავე გთხოვთ საგნის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |