www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი თხევადი გაზის შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
თანდართული ფაილი: 83604_lomisi_tender_liquidgas_5456963.zip
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

ს.ს. "ლომისი"/ლუდსახარში "ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #- EF-FE/491
ბ) დანიშნულება: 60 000 კგ თხევადი გაზის შესყიდვა ჩანგლიანი სატვირთველასათვის

დაინტერესებულმა პირებმა ფაილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გადმოაგზავნონ შემოთავაზებები:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერის პირობები:

** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
** ფასები უნდა შეიცავდეს ნატახტარამდე ტრანსპორტირებას;
** მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას ყოველდღიურად სოფელ ნატახტარში, ლუდსახარშ "ნატახტარში". ქარხნის მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოთ თხევადი გაზის უწყვეტი მომარაგება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სს"ლომისს" არ გააჩნია საკუთარი ავზი. მომწოდებელს უნდა შეეძლოს თავისი ავტოცისტერნის მუდმივად ქარხნის ტერიტორიაზე განთავსება. ქარხნის ტერიტორიაზე საჭიროებისამებრ უნდა იმყოფებოდეს მომწოდებლის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს ბალონების დატუმბვას.
** მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2021 წლის განმავლობაში, საჭიროების შესაბამისად;
** გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 სამუშაო დღე.

გთხოვთ, ელფოსტაში მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ სატენდერო განაცხადის მიღება.

სატენდერო წინადადება უნდა გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

tenders@ge.anadoluefes.com
melano.tutisani@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება იწყება: 19.11.2020, 12:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 03.12.2020, 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ მელანო თუთისანს: melano.tutisani@ge.anadoluefes.com

მელანო თუთისანი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. "ლომისი", ლუდსახარში "ნატახტარი"
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ტელ.: (+99532) 180797
მობ: +39 380 8688169, +995 577 157755



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |