www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკვეთი პლოტერის ოპერატორი
მომწოდებელი: გზაჯვარედინი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

კომპანია "გზაჯვარედინი" 2007 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში. ძირითად საქმიანობას მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია და მომსახურება წარმოადგენს.

კომპანია "გზაჯვარედინი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საკვეთი პლოტერის ოპერატორი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 122
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00, პარასკევი 09:00-17:00
** ანაზღაურება: 750 ლარი
** ვაკანტური ადგილი: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული დავალებების შესაბამისად პროგრამული ესკიზების შექმნა;
** საკვეთი პლოტერის გამოყენებით შუქამრეკლი ფირების დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია, Corel-ში მუშაობის ცოდნა (AutoCad-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია, წარმოების სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (განიხილება სარეკლამო კომპანიაც);

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა/კოლეგიალურობა;

ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას, პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს, დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს.
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: nia@crossroad.ge 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |