www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკასო ცენტრის ინჟინერი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრის ინჟინრის პოზიციაზე.

საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრის ფუნქციაა:

** ფულის ნიშნების გადათვლა-დამუშავების ოპერაციების წარმოება;
** საკასო მომსახურების დროულად და ოპერატიულად განხორციელება;
** ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიციის მიზანია ფულის ნიშნების გადათვლა-დამუშავებისათვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფულის ნიშნების დამახარისხებელი ტექნიკური საშუალებების დადგენილი ხარისხის დონეების შესაბამისობის უზრუნველყოფა და სისტემატიური კონტროლი;
** საკასო ცენტრში არსებული ფულის ნიშნების სათვლელი, დამხარისხებელი, მაფორმირებელი და გასანადგურებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა;
** მანქანის მუშაობის შეფერხების მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ მანქანის მონაცემების სისწორის შემოწმება;
** ფულის ნიშნების დამხარისხებელი, მაფორმირებელი და გასანადგურებელი ტექნიკური საშუალებების წარმოების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ მასალების მოძიება და თანამედროვე მეთოდების დანერგვის თაობაზე გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება;
** ტექნიკური საშუალებების შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებების დეტალური განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება მექანიკის, მანქანათმშენებლობის, ინჟინერიის, გამოყენებითი მათემატიკის ან ფიზიკის განხრით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Windows-ის საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სხვადასხვა ელექტრული და მექანიკური მოწყობილობების, კომპონენტების შეკეთება;
** ელექტრული ნახაზებისა და სქემების გარჩევა;
** სხვა ტექნიკური ამოცანების შესრულება;
** უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.

კომპეტენციები:

** ინტერესი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებისადმი;
** ტექნიკური რესურსების გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 2 დეკემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საკასო ცენტრის ინჟინერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |