www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინოვაციების საზოგადოების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების საზოგადოების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** ინოვაციების ბანაკების, კონფერენციების, სტარტაპ კონკურსების და სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ღონისძიებების ორგანიზება;
** სტრატეგიული განვითარების მიმართულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაში ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
** სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავება, აუცილებელი ცოდნის მოძიება/ანალიზი;
** სტარტაპ საზოგადოების განვითარებისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება;
** საფინანსო და ბიზნესსექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნეს კომპანიების დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ენები: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნა: მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gita.gov.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ დასახელება - "ინოვაციების საზოგადოების განვითარების მენეჯერი - GITA".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |