www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის გერმანულენოვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: Software Development and Trading
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"Software development and trading LLC " აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.

თქვენ გეძლევათ საშუალება შემოუერთდეთ ჩვენს სწრაფად მზარდ გუნდს. ჩვენი კომპანია უწევს IT მომსახურებას სხვადასხვა კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვეძებთ კანდიდატს აღნიშნულ პოზიციაზე, რომელსაც სურს კარიერული წინსვლა ჩვენ კომპანიასთან ერთად.

იდეალურმა კანდიდატმა უნდა იცოდეს გერმანული ენა გამართულად და ქონდეს მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მონიტორინგი არა ტექნიკურ საკითხებზე;
** მომხმარებლების შეტყობინებების მონიტორინგი სოციალურ ქსელებში;
** ზოგად შეკითხვებზე პასუხის დაბრუნება იმეილის მეშვეობით;
** მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეტაპობრივად ცვლილებების შეტანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანულ ენაზე გამართული მეტყველების და წერის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** სასურველია ერკვეოდეს ავტო ინდუსტრიაში;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით);
ანაზღაურება: დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე და შესაძლებელია შევათანხმოთ გასაუბრების დროს.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საცხოვრებლით უზრუნველყოფა);

თუ თქვენ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს და გსურთ შეურთდეთ ჩვენს სწრაფად მზარდ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: davitlomidze.msm@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |