www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას იტ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო სამუშაოების განსაზღვრა და დაგეგმვა;
** პროექტის რისკების განსაზღვრა და შეფასება;
** საპროექტო გუნდის შეკვრა და პროექტში ჩართული ადამიანური/მატერიალური რესურსების ეფექტური დაგეგმვა/კონტროლი;
** პროექტის ფაზების მიმდინარეობის მართვა და მონიტორინგი;
** პროექტის ვადების და ბიუჯეტის კონტროლი;
** ტექნიკური დავალებების მომზადება;
** სამუშაო ჯგუფისთვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება;
** გარე ვენდორებთან კომუნიკაცია;
** პროექტების სტატუს რეპორტინგის/დოკუმენტირების წარმოება;
** სპრინტების მიმდინარეობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** იტ პროექტების მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვებისა და ანალიზის გამოცდილება;
** ტექნიკური დავალებების დაწერის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამედიცინო პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემებთან (Jira, Codebase, Asana, Gitlab..) მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადების/ჩატარების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2020 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იტ პროექტის მენეჯერი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |