www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატრანსპორტო შეკვეთების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო შეკვეთების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000757
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სტრატეგიული დაგეგმვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი
** ენები: ქართული - ძალიან კარგი

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Office Excel
** Microsoft Office Word
** Microsoft Office Powerpoint.

სამუშაოს აღწერა:

** ავტოპარკში არსებული ავტომობილების GPS მონიტორინგი, საწვავით უზრუნველყოფა/კონტროლი;
** შეთანხმებული გრაფიკის თანახმად საქონლის მიწოდების უზრუნველყოფა, მიწოდების პროცესის ოპტიმიზაცია;
** დებიტორთა ქსელის მარშრუტიზაციას/ოპტიმიზაცია მიწოდებების ეფექტურობის გასაზრდელად;
** შიდა ქსელში (თბილისი-რეგიონი, რეგიონი-თბილისი, რეგიონი-რეგიონი) შეკვეთების მიწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მიწოდების უწყვეტობის და საჭიროებისამებრ შესაბამისი მოცულობა/ტვირთამწეობის, სატრანსპორტო საშუალების მოძიება, მათთან დაკავშირებული ანგარიშსწორების დოკუმენტაციის მომზადება;
** ავტომობილის იჯარა/მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/757

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 4 დეკემბერი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |