www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი, ჯანმრთელობის დაზღვევა, საწვავის ლიმიტი

ძირითადი მოვალეობები:

** კონკურენტების ფასების მონიტორინგის წარმოება.
** კონკურენტი პროდუქციის თაროდან გასაყიდი და შესასყიდი ფასების მოპოვება.
** მოპოვებული ფასების რეპორტინგის წარმოება.
** კომპანიის სავაჭრო წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა და ერთობლივი კოლაბორაცია მარკეტებთან.
** სწრაფი რეაგირების განხორციელება პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებაში, კონკრეტული ** პროდუქციის ფასების დადგენა და რეპორტის წარმოება.
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების მარაგების/მოძრაობის კონტროლი.
** სარეკლამო ინვენტარის (ვობლერები, ფასმაჩვენებლები, მარკეტინგული სარეკლამო მასალები, პლაკატები, ჭიქები, სახურდე თეფში, მაცივრები და ა.შ. ) მარაგების კონტროლი საწყობების მიხედვით.
** სწრაფი რეაგირების განხორციელება განაშთულ სარეკლამო მასალებთან მიმართებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** MS office (excel მაღალ დონეზე)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** საქმის ორგანიზების და სამუშაოს შეზღუდულ ვადებში შესრულების უნარი
** მოლაპარაკების უნარი

სხვა მოთხონები: მართვის მოწმობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |