www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ ბიზნეს-აქსელერაციის პროგრამა GREENcubator
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

CENN - ონლაინ ბიზნეს-აქსელერაციის პროგრამა GREENcubator

CENN აცხადებს კონკურსს გორის, ნინოწმინდისა და ახმეტის ახალგაზრდებისათვის GREENcubator აქსელერაციის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, "EU4Youth - სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში" ფარგლებში.

პროექტის მიზანია, შექმნას ხელსაყრელი გარემო პირობები სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების განვითარებისთვის საქართველოსა (გორი, ახმეტა, ნინოწმინდა) და სომხეთის (ლორი, თავუში, შირაკი) საზღვრისპირა რეგიონებში. პროექტი ითვალისწინებს მწვანე სამეწარმეო იდეების აღმოჩენას, მათი განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული განხორციელების მხარდაჭერას; GREENcubator-ის აქსელერაციის პროგრამა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

შესასრულებელი სამუშაო:

დაგეგმვა:

** GREENcubator აქსელერაციის პროგრამის დიზაინის შემუშავება და განრიგის განსაზღვრა;
** თემატური მიმართულებების გამოკვეთა;
** მენტორების, სპიკერების და სხვა ჩართული პირების განსაზღვრა.

განხორციელება:

** პროგრამაში მონაწილეების შერჩევა;
** პროგრამის ონლაინ რეჟიმში ორგანიზება და განხორციელება;
** პროგრამის გამარჯვებულების გამოვლენა;
** GREENcubator-ის დახურვის ცერემონიალის ორგანიზება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

აპლიკანტი ორგანიზაცია ან პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** აქსელერაციის/პრეაქსელერაციის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება, მათი მეწარმეობის უნარების განვითარების მიმართულებით;
** ბიზნეს-ბანაკების, ჰაკათონების, აქსელერატორებისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ონლაინ განხორციელების გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** CV (ფიზიკურმა პირებმა);
** საკონტაქტო და საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;
** იურიდიული პირების შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
** განხორციელებული აქსელერაციის/პრეაქსელერაციის ან მსგავსი პროგრამების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა;
** მომსახურების ჯამური ღირებულება/ბიუჯეტი (დღგ-ს გამოკლებით);
** 2 რეკომენდატორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 დეკემბერი, 18:00 საათი.

განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: nino.tsintsadze@cenn.org (სათაურის ველში მიუთითეთ: "CENN_EU4Youth - GREENcubator program").



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |