www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექთანი ლაბორანტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" -ი აცხადებს ვაკანსიას ექთანი ლაბორანტის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექთნის განათლება (საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი)
** ლაბორანტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** თანამედროვე ლაბორატორიულ ანალიზატორებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** გამოსაკვლევი მასალის აღება დამუშავება, დამუშავებული მასალის დეზინფექცია და განადგურება გაწერილი პროტოკოლის მიხედვით;
** გამოსაკვლევი მასალის ლაბორატორიული გამოკვლევისათვის მომზადება.
** ლაბორატორიული კვლევის პროცესის სწორი წარმართვა - იდენტიფიკაცია, ცენტრიფუგირება, სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების ნაცხების დამზადება (გაწერილი პროტოკოლის მიხედვით);
** კვლევის შედეგების რეგისტრაცია ლაბორატორიის ჟურნალში;

პიროვნული თვისებები:

** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 15.12.2020-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |