www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ვაგონმშენებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "ვაგონმშენებელი კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტების ფინანსური შეფასება (Valuation), ბიზნეს ქეისების მომზადება და დირექტორატისთვის წარდგენა;
** სხვადასხვა სექტორების კვლევა და მოძიებული ინფორმაციის დამუშავება;
** კომპანიის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დამუშავება, რეპორტინგი;
** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი; ბალანსი...);
** აუდიტის პროცესში აუდიტებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მენეჯერული აღრიცხვისა და კორპორატიული ფინანსების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: 2-3 წელი მსგავს პოზიციაზე.

პროფესიული უნარები:

** ფინანსური მოდელირება;
** კვლევითი უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაციების წარდგენის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელფოსტის მისამართზე: t.ortoidze@vmk.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |