www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / განცხადების ვადა: 18 იანვარი

"ლაზიერი", 3500 კვ. მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს.ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო მარაგების აღრიცხვის და საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი
** საწყობში მიღებისა და გაცემის შესაბამისი დოკუმენტების მკაცრი წარმოება და კონტროლი
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე - სასურველია მინიმუმ 6 თვე
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:30;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Ajangavadze@Lazieri.com

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.Lazieri.com
http://www.Facebook.com/LazieriGeo
http://www.Instagram.com/LazieriGeorgia

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |