საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად " გოა კრედიტი" წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.
"გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
დასაქმებულის მოვალეობები იქნება:
** სავალუტო ბაზრის ანალიზის საფუძველზე სავალუტო კურსების განსაზღვრა და ვალუტით ეფექტიანად ვაჭრობის უზრუნველყოფა;
** სალაროების ფულადი რესურსებით საჭირო ვალუტაში მომარაგების უზრუნველყოფა;
** კოორდინაცია ბუღალტერიასთან და ფილიალის მენეჯერებთან;
** ახალი კომპანიების მოძიება და არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** ოპერატიული რეაგირების მოხდენა ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირებით (საქმიანობის ფარგლებში), რაც აფერხებს ან/და რამაც შეიძლება შეაფერხოს ფილიალის გამართულად მუშაობის პროცესი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
საჭირო უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კოორდინირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.