www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: KTW დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / განცხადების ვადა: 21 იანვარი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" შვილობილი კომპანია - შპს "კატევე დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმი, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი (სასურველია)
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა.
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება.
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 5 წელი.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 21 იანვარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი იურისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |