www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 23 იანვარი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან. ძირითადი პროდუქცია, რომლის მოწოდებასაც ახდენს კომპანია, არის ფისკალური მეხსიერების მქონე სალარო აპარატი და ფისკალური პრინტერი, რომელსაც აქვს ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურთან.

ჩვენ გვაქვს 17 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.gsn.ge/

"GSN" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე თელავში.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი და შაბათი ნახევარი დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** პრობლემისა იდენტიფიცირება, კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება
** კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლისათვის სრულის ინფორმაციის მიწოდება მათ შესახებ
** გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები, რეგისტრაციის აქტი, პროგრამული გატარებები და. ა.შ.) წარმოება, როგორც პროგრამული, ასევე მატერიალური სახით
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** არ ვითხოვთ 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას. სასურველია კანდიდატს გააჩნდეს გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ უნდა დასაქმებულს უნდა შეეძლოს საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, დაზიანებული ნაწილის შეცვლა ახლით ან სხვა პროცედურის ჩატარება, რაც არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას.
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
** კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას, პლუს გაყიდვებიდან ბონუსი.
** დაწინაურების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
** მეგობრულ გუნდს და გარემოს.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy_telavi@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სახელწოდება - "operatori - telavi".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |