www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი - ოპტიკა
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 23 იანვარი

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, ოპტიკის მიმართულებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა
** უმაღლესი განათლება; (პრიორიტეტი მიენიჭება ოფთალმოლოგს ან ოპტომეტრისტს);
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური მაღალ დონეზე, სასურველია რუსული და ფრანგული ენის ფლობაც;
** სასურველია საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების წარმოება და მასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** ლოჯისტიკის დეპარტამენტთან კომუნიკაცია და შეყიდვების პროცესისი მართვა კონტროლი;
** ნაშთების და მარაგების მართვა-კონტროლი;
** წლიური გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
** ფორკასტების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** პროდუქციის განლაგება/მერჩენდაიზინგის კონტროლი.

დამატებითი უნარები:

** კარგი ანალიტიკური უნარები;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |