კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას მილგაყვანილობის მემონტაჟის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსები.
კომპანია ასევე უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესობად ჩაითვლება არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს სფეროში გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიმდინარე ობიექტებზე სახანძრო მილგაყვანილობის მონტაჟი
** დავალებების ხარისხიანად და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად
** შრომის უსაფრთხოებისა და წესების დაცვა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
** გასაუბრება
** სამთვიანი საცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy.elplus@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!