www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: MAXXelle
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"MAXXelle Georgia" გახლავთ იტალიური ორგანული თმის მოვლის საშუალებების "MAXXelle" ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.maxxelle.ge

კომპანია "MAXXelle Georgia" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისელერის) პოზიციაზე სილამაზის სალონებში.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
შრომითი ანაზღაურება: კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემა

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება სილამაზის სალონებში;
** გაყიდვები და გაყიდვების ზრდა სილამაზის სალონებში;
** მარკეტინგული აქტივობების რეალიზაცია;
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** დაგეგმილი მიზნების მიღწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
** მათემატიკური უნარები;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა);
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (სასურველია) (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს და ავტომობილის ცვეთის ხარჯს);

დამატებითი უნარები:

** მიზანდასახული;
** კომუნიკაბელური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** პუნქტუალური;

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@maxxelle.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სავაჭრო წარმომადგენელი (პრისელერი)"

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |