www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სალარო ოპერაციების სუპერვაიზორი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დამწყებ პოზიციაზე: სალარო ოპერაციების სუპერვაიზორი ფოთში.

ძირითადი ფუნქციები:

** სალაროების გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება;
** სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების მაღალი სტანდარტებით შესრულების კონტროლი;
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ​მოლარეებისთვის სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა; სამუშაო გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლებისთვის სალარო ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სალარო ოპერაციოების სუპერვაიზორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება; სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სალარო ოპერაციების სუპერვაიზორი- ფოთში"

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |