www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროცესების განვითარების კოორდინატორი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

"ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას პროცესების განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის გამართული და უწყვეტი მუშაობის მიზნით არსებული პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** ქსელის გამტარუნარიანობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;
** ხარისხისა და ეფექტურობის მართვის მიზნით კონტროლის პარამეტრების ინიცირება და დანერგვა;
** პროგრამული უზრუნველყოფის გამარტივების მიზნით სისტემაში შესატანი ცვლილებების ინიცირება;
** სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე საჭირო ინიციატივების ჩამოყალიბება;
** ახალი პროცედურების / სტანდარტების შემუშავება, დოკუმენტირება, ქსელში გავრცელება და დანერგვა;
** ახალი პროცედურების / სტანდარტების გავრცელების მიზნით თანამშრომლების ტრენინგის უზრუნველყოფა;
** შესასრულებელი სამუშაოს შინაარსიდან ან პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** ფილიალების გახსნის პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა შიდა რეგულაციების / სტანდარტების შემუშავება, დოკუმენტირება და დანერგვაში მონაწილეობა;
** უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში; უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება პროცესების მართვის / ბიზნეს პროცესების განვითარების მიმართულებით; სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში
** მომხმარებლის დონეზე MS Excel / Visio-ს ცოდნა; სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 იანვარი, 2021.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/procesebis-ganvitarebis-koordinatori/332

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |