www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფასადის სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: არქთრეიდი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

შპს "არქტრეიდი", პროექტი "Alliance Highline", აცხადებს ვაკანსიას ფასადის სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

საჭირო გამოცდილება: 5 წელზე მეტი
კარიერული დონე: მენეჯმენტი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი: კონფიდენციალური
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული
სამუშაოს კატეგორია: მონტაჟი/ინჟინერია - მშენებლობა

სამუშაოს შესახებ:

დეპარტამენტი: საიტ მენეჯმენტი
ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 78
სუბორდინაცია: საიტ მენეჯერი

შეჯამება:

** ინფორმაცია მიაწოდოს საიტ მენეჯერს სამუშაოების მსვლელობის, მუშა პერსონალის და ობიექტზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
** უხელმძღვანელოს სამონტაჟო ჯგუფებს და გააკონტროლოს მათი სამუშაოები რომ იყოს დაცული საპროექტო მოთხოვნები, ნახაზები და სპეციფიკაციები.
** აწარმოოს სამონტაჟო სამუშაოების და შესაბამისი მუშა პერსონალის აღრიცხვა
** მიიღოს ტექნიკური გადაწყვეტილებები სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით, საიტ მენეჯერთან შეთანხმებით
** უზრუნველყოს სამუშაოების ხარისხიანად და უსაფრთხოდ შესრულება.

ძირითადი პასუხისმგებლობები

პასუხისმგებლობები მოიცავს (მაგრამ არ შემოისაზღვრება) შემდეგს:

** სამუშაოების ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი
** სამონტაჟო სამუშაოებისა დაგეგმვა, მონიტორინგი და კონტროლი
** უზრუნველყოს, რომ გამოყენებული მასალები და შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საპროექტო ნახაზებს და სპეციფიკაციებს. შესაბამისად მოახდინოს საიტ მენეჯერის ინფორმირება.
** საიტ მენეჯერს შესთავაზოს პროცესებისა და ტექნიკური გადაწყვეტების ცვლილებები, სამუშაოების ეფექტურად წარმართვის მიზნით.
** მემონტაჟეების და მათი სამუშაოების მონიტორინგი, ზედამხედველობა და მართვა
** სამუშაოების პროგრესის კონტროლი და მონიტორინგი, რომ შესრულება მოხდეს დაგეგმილ ვადებში
** მომუშავე პერსონალის ჰისტოგრამების წარმოება
** მომუშავე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება და აღრიცხვა
** სამუშაოებისთვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ხელსაწყოების განსაზღვრა და სამუშაოების მსვლელობის დროს აღრიცხვა და კონტროლი
** უზრუნველყოს ობიექტის გამართულობა და პირობები სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულებისათვის.

განათლება და გამოცდილება:

** ბაკალავარიატი სამშენებლო მენეჯმენტის, არქიტექტურის, ინჟინერიის ან მსგავსი მიმართულებით
** 5 წელზე მეტი გამოცდილება სამშენებლო ინდუსტრიაში
** სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების მართვის გამოცდილება
** პრიორიტეტი მიენიჭება ფასადის სისტემებთან მუშაობის გამოცდილების ქონას.

საჭირო თვისებები და წინაპირობები:

** ძლიერი ორგანიზაციული, პრობლემების გადაწყვეტის და მოლაპარაკებების უნარები. სხვადასხვა გუნდებისა და წარმოქმნილი კონფლიქტების მართვა.
** ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის, შემოწმებისა და სამუშაოებში გამოყენების შესაძლებლობა
** დეტალებზე ყურადღების გამახვილება
** ორგანიზებულობა
** ლიდერობის მაღალი უნარები.

გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ ელფოსტაზე: info@archtrade.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |