www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Ecovis Georgia" აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას - ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
** აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** საბაზისო განათლება ფინანსებში (შესაძლებელია იყოს სტუდენტი თუ სამუშაო გრაფიკთან თავსებადია);
** ინგლისური ენა საშუალო დონეზე კლიენტებთან კომუნიკაციისთვის და დოკუმენტაციასთან სამუშაოდ;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
** გუნდური მუშაობა;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აფაქიძის ქ. 11 ("თბილისის ბიზნეს ცენტრი")

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

1. ტესტირება:

** ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
** ტესტირების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში

2. გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!
** გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
** სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |