www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე მეწარმეებისა და სტარტაპების მოწვევა
მომწოდებელი: მეწარმეთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"მეწარმეთა ასოციაცია" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას და დამწყები, მცირე და ინოვაციური მეწარმეების მხარდაჭერას.

ასოციაცია არის "ევროკავშირის ახალგაზრდა მეწარმეთა კონფედერაციის" წვერი , რომელიც აერთიანებს 20 მდე ორგანიზაციას ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ასოციაციამ შეიმუშავა საწევრო პროგრამა, რომელიც დამწყები ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

თუ ხართ:

** მცირე მეწარმე
** ინოვაციური მეწარმე
** ტექნოლოგიური სტარტაპი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ საწევრო რეგისტრაციის ფორმა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

წევრობის წლიური საფასური შეადგენს 50 ლარს

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას, როგორ ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
** ყოველკვირეულ ინფორმაციას სამეწარმეო სიახლეებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით;
** ყოველთვიურ ღონისძიებებში მონაწილეობას;
** საკონსულტაციო შეხვედრებს დაფინანსების პროგრამებთან დაკავშირებით;
** სპეციალურ შეთავაზებებს პარტნიორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა მომსახურებებზე;

ინფორმაცია საწევრო შეთავაზების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/3ahN4RY

დამატებითი ინფორმაცია მეწარმეთა ასოციაციის შესახებ - http://bit.ly/34B8RAm

ასოციაციის ვებ გვერდი: https://entrepreneurs.ge/

საკონტაქტო ინფორმაცია:
(995 599) 382 295
members@entrepreneurs.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |