www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის ამწყობი, კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"ლაზიერი", 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს ავეჯის საწარმოში სხვადასხვა პოზიციაზე, როგროც სპეციალისტებს ისე დამწყებ მუშაკებს. დამწყებებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრეინინგი.

ვაკანტური პოზიციებია შემდეგ მიმართულებებზე:

1. ავეჯის ამწყობი (გამოცდილი და გამოუცდელი)

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კეთილსინდისიერება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

2. კონსტრუქტორი

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

1. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
2. საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
3. აუცილებელია პროფესიული პროგრამების ცოდნა
4. სასურველია ავეჯის პროგრამა БАЗИС-Мебельщик-ის ცოდნა
5. სასურველია 3D დიზაინის ცოდნა

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Ajangavadze@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი; 09:00 - 18:30

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

ტელ.: 0322 31 50 50
http://www.Lazieri.com
http://www.Facebook.com/LazieriGeo
http://Instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |