www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი,
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი სრული, შაბათი - ნახევარი დღე
ანაზღაურება: 500-700 ლარის ფარგლებში
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მართვა (როგორც ელექტრონული, ისე ფაქტობრივი);
** კომპანიის ადმინისტრაციული დოკუმენტების დაარქივება და ელექტრონული ბაზების შექმნა;
** კომპანიის ადმინისტრაციული და საოფისე ინვენტარის შეძენა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული პროცესების გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** სამუშაო შეხვედრებისთვის საორგანიზაციო საკითხების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია სამუშაოს ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციული ასისტენტი".

CV (რეზუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 25/01/2021.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |