მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის, რეპორტინგისა და ბიუჯეტირების მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** მიმდინარე და გრძელვადიანი ბიუჯეტირება;
** კომპანიის ფაქტი-გეგმების შესრულების ყოველთვიური ანალიზი;
** მენეჯმენტისათვის რეპორტების მომზადება;
** მენეჯმენტისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით;
** ფინანსური ანალიზი (კოეფიციენტების ანალიზი, პროდუქტების მომგებიანობის, შემოსავალ-"ხარჯების სტრუქტურის ანალიზი);
** პროექტების რენტაბელობის კალკულაცია;
** თანამშრომელთა მიერ გეგმების შესრულების მაჩვენებლების/ინდიკატორების (KPI) გამოთვლა;
** ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და პროგნოზირება
** ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ბიუჯეტის შედგენისა პრინციპების ცოდნა
** ფინანსური უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უნდა ჰქონდეს ანალიტიკური, დროის მართვისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა
ექვემდებარება ფინანსურ დირექტორს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bs.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.