საინვესტიციო კომპანია "Helix Nebula Capital" ინტერნეტ მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას კონტენტ-მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება 700 ლარი
** სრული სამუშაო განაკვეთი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს 10:00 - 15:00 საათამდე; შესვენება 1 საათი (დასვენების დღე კვირა).
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ვებ-გვერდზე მიმდინარე ინფორმაციის განთავსება, განახლება, წაშლა
** კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის ფასების კორექტირება
** მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება და საიტზე განთავსება
** კომპანიის მარაგში არსებული პროდუქციის დასახელებისა და აღწერილობის განთავსება ელექტრონულად
** კომპანიის დიზაინერებთან ერთად ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება/დამუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კონტენტ-მენეჯერის, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** CRM თან მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.