www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა"/"ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, ზეთის შეცვლა და ა.შ.);
** კომპლექსში განთავსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კონტროლი-ინსპექტირება;
** მაღალი ძაბვის გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 3-ფაზიან სისტემებთან;
** გამოვლენილი ტექნიკური პრობლემის ლიკვიდაცია;
** ელექტრო სისტემის, დენის წყაროების, გათბობა-გაგრილების სისტემების, მძიმე ტექნიკის, ელექტრო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების შეკეთება;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სხვადასხვა დოკუმენტების წარმოება საჭიროებისამებრ;
** უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერფიფიკატი, უპირატესობა მიენიჭებათ მე-4 თანრიგის მქონე სპეციალისტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |