საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
საკონკურსო ვაკანსიები:
** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია აკადემიური ნიშნით
** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია პროფესიული ნიშნით
** ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით)
** ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით)
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, თანდართულ ფაილში მოყვანილი კრიტერიუმებით.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.
საკონტაქტო ელ-ფოსტა: hr@seu.edu.ge
ტელ: 2 90 00 00 შიდა 21
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.