www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელ-კომერციის მენეჯერი
მომწოდებელი: უნიკორნ ევროპა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

შპს "უნიკორნ ევროპა" აცხადებს ვაკანსიას ელ-კომერციის მენეჯერის პოზიციაზე. პროექტის ძირითადი მიმართულებაა "მამაკაცების ჯანმრთელობა".

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: ფიქსირებული (1000 ლარი) + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** სოციალურ არხებში ორგანული პოსტებისა და რეკლამების მომზადება და გაშვება (copyrighting), პოსტების გამოხმაურების ანალიზი და რეაგირება;
** კომპანიის კონტრაქტორ ედვერთაიზერთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის ვებ გვერდზე განთავსება და კონტროლი;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად კომპანიის ვებ და სოციალური გვერდების მართვა და სხვადასხვა ინფორმაციის განთავსება;
** ბლოგერებთან, ინფლუენსერებთან და სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა. ასევე სხვადასხვა ჯგუფების ადმინებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** გრაფიკულ დიზაინერთან ერთად ვიზუალური კონცეფციის შექმნა და პროცესის კოორდინირება;
** კომპანიის ვებ გვერდზე ბლოგის წარმოება - ინგლისურად შერჩეული სტატიების თარგმნა (სათარჯიმნო ბიუროებთან თანამშრომლობა);
** ახალი პროდუქტების დანერგვაში (sourcing) მონაწილეობა.

ელ.კომერციის მენეჯერს ასევე ევალება დამხმარე კადრის კონტროლი, რომლის ძირითადი მოვალეობებია:

** სატელეფონო ზარების პასუხი;
** Facebook: კომენტარების და მესიჯების პასუხი;
** ვებ ჩატში პასუხები;
** შეკვეთის მიღება, საკურიერო კომპანიაზე გადაცემა, შეფუთვა, კურიერზე გადაცემა;
** მარკეტინგის მენეჯერზე სხვდასხვა ამოცანებში დახმარება;
** პროდუქციის ვებ გვერდზე განთავსება და კონტროლი;
** საქართველოს ბაზარზე მყოფი სხვადასხვა კონკურენტული კომპანიების საფასო პოლიტიკის და მარკეტინგული კამპანიების მონიტორინგი;
** კომუნიკაცია შესაფუთი მასალების მომწოდებლებთან;
** კომუნიკაცია პროდუქციის მომწოდებლებთან შესყიდვებზე;
** საკურიერო კომპანიის ჩარიცხვების კონტროლი 2 კვირაში ერთხელ;
** დომეინების და ჰოსტინგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის განხრით;
** სასურველია გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის, ელ კომერციის, მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისურის ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** Google drive-ზე მუშაობის გამოცდილება;
** Facebook გვერდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** მოცემული დავალების სწორად გაანალიზებისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი
** დისტანციური მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე: info@wellnopharma.com და თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |