www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფლებოტომისტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია "ვაბაკო" ეძებს ფლებოტომისტს, რომელიც დაგვეხმარება ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღებაში, დამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და შენახვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პირობები:

სამუშაო გრაფიკი - 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება - 640-700 ლარი ხელზე.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Phlebotomist



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |