კომპანია MACH & MACH აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - შაბათი, 9:00 - 18:00)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა ონლაინ სივრცეში;
** მზა პროდუქციის მარაგების მუდმივი შევსება და კონტროლი;
** გაყიდვების დღიური უწყისის წარმოება;
** ლოჯისტიკური საკითხების ორგანიზება და კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Microsoft office);
** მსგავსი პროფილის კომპანიებში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, თავაზიანობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@machandmach.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!