www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თბილისის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს თბილისის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის როლი:

რძის კატეგორიის პირდაპირი გაყიდვების გუნდის მიერ განხორციელებული გაყიდვების პროცესების მართვა, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმებული და დაგეგმილი ყოველთვიური და წლიური გაყიდვები, KPI და შესრულების სტანდარტები სავაჭრო ობიექტებში, გაყიდვების ზრდა

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება, რძის კატეგორიის პირდაპირი გაყიდვების ყოველწლიური საოპერაციო გეგმის შემუშავება;
** შემუშავებული გაყიდვების სტრატეგიისა და ბრენდის განვითარების შესაბამისად გაყიდვების გეგმისა და KPI განსაზღვრა;
** წლიური/თვიური გეგმების შესაბამისად თითოეული გუნდისათვის გეგმების დასახვა გაყიდვების არხებისა და ბრენდების მიხედვით;
** ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერებისათვის ყოველთვიური მიზნების დასახვა;
** გაყიდვების სტიმულირების აქტივობების, პროგრამების დაგეგმვა;
** რძის კატეგორიის გაყიდვების სტრატეგიისა და ბაზარზე შესვლის მოდელის განხორციელება და დანერგვა;
** "პეპსიკოს" კომერციული პოლიტიკისა და სავაჭრო პირობების განხორციელება ორგანიზებულ და ტრადიციულ ქსელში;
** უშუალო მონაწილეობა მსხვილ კლიენტებთან და ორგანიზებულ ქსელებთან მოლაპარაკებებში;
** ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერებისა და საველე პერსონალის მართვა (70+ პერსონალი), მათ პროფესიონალურ და მმართველობითი კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა, მათი ინდივიდუალური და გუნდური შედეგების კონტროლი;
** "პეპსიკოს" მუშაობის მეთოდების დანერგვა გაყიდვების გუნდში;
** რეგულარული მუშაობა ველზე უშუალო გუნდის წევრებთან ერთად "პეპსიკოს" სამუშაო მეთოდებით ოპერირების უზრუნველსაყოფად;
** ბიუჯეტის ეფექტური მართვა და ხშირი ეფექტური კოორდინაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან - იურიდიული, ლოგისტიკა, ფინანსები, მარკეტინგი;
** გაყიდვების გუნდისა და ინდივიდუალური შედეგების შესახებ ანგარიშების ფორმირება და ანალიზი.

კანდიდატის პროფილი:

** მინიმუმ 5 წელი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების/კომერციულ სფეროში;
** გაყიდვების მენეჯერების გუნდის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ბიზნესისა და კომერციის ფართო გაგება/კომპეტენცია;
** სანდო, კოორდინირებული და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების გამოცდილება;
** შედეგებზე ორიენტირება და მაღალი მოტივაცია;
** MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა;
** უცხო ენები: რუსული B2+ დონეზე, ინგლისური სასურველია.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 2021 წლის 20 იანვრისა და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |