მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #1
უშუალო დაქვემდებარება: სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სამუშაო გამოცდილება კლინიკურ და/ან სადაზღვევო სფეროში
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
** MS ექსელის და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კლინიკური მდგომარეობის და ჩატარებული ჩარევების ასახვის სიზუსტეზე კონტროლი.
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არსებობის და მათი სწორად შევსების კონტროლი
** ისტორიის დაარქივების უზრუნველყოფა ჩეკლისტის მიხედვით
** საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე კლინიკური შემთხვევისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გულისხმიერება და თავაზიანობა
** აკურატულობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 04.02.2021-მდე, ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.