სს "ტერაბანკი" ფინანსური რისკებისა და რეპორტინგის განყოფილებაში აცხადებს მიღებას რეპორტ დეველოპერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ბაზების სისრულის ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი რეპორტების შექმნა/გაუმჯობესება/ავტომატიზაცია;
** სხვაადასხვა დავალების შესრულება მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საბანკო სფეროში რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** Microsoft SQL-ის ცოდნა.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:
** საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების და IFRS სტანდარტების ცოდნა;
** VBA-ის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კონკურსი ჩატარდება ტესტირების და ინტერვიუს სახით.
დაინტერესებულმა პირებმა 16 იანვრის 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: HR@terabank.ge
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
გისურვებთ წარმატებას!