კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
"თბილისი მედიკ" მე-11 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას, ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა
** გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის განკარგვის ეფექტურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა + ტრანსპორტირების ხარჯები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@tbilisimedic.ge 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!