www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შოთის პურის მცხობელი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თელავში პროფესიული მიმართულებით: შოთის პურის მცხობელი.

სამუშაო გამოცდილება თონეში პურის გამოცხობაზე ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი მოვალეობები:

** ცომის მომზადება აპარატით;
** ცომის პორციებად დაჭრა და საცხობად გამზადება;
** ცომის თონეში ჩაკვრა და გამოცხობა;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** შესაბამისი ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს შოთის პურის მცხობელი. ან გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edit

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |