www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი, ბარმენი
მომწოდებელი: კრომბახერი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

ლუდის მაღაზიათა ქსელი "Krombacher"-ი მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო ლუდებს მთელ ევროპაში. ჩვენთან წარმოდგენილია გერმანული, ჩეხური, ბელგიური, დანიური, ირლანდიური და ინგლისური ლუდების არჩევანი ცენტრალური ლუდსახარშებიდან, როგორც ჩამოსასხმელი ასევე ბოთლებში და ქილებში.

ლუდის მაღაზიათა ქსელი "Krombacher"-ი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის და ბარმენის პოზიციაზე თბილისში, დიდუბის რაიონში.

1. მაღაზიის მენეჯერი

ანაზღაურება: 700₾ + (დღეში 50 ლარი). ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ 1 და 15 რიცხვში
სამუშაო საათები: დილის 09:30-დან საღამოს 23:00-მდე (მიმდინარე შეზღუდვების გამო მაღაზია მუშაობს 09:00-20:00)
სამუშაო დღეები: 15 დღე (2 დღე მუშაობის შემდეგ 2 დღე დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დახარისხება და მარაგების კონტროლი
** მიღებული პროდუქციის პროგრამაში შეყვანა, ფასდადება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
** თანამშრომლების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Fina-ში ან სხვა სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად

2. ბარმენი

ანაზღაურება: 500₾ + (დღეში 35 ლარი). ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ 1 და 15 რიცხვში
სამუშაო საათები: დილის 09:30-დან საღამოს 23:00-მდე (მიმდინარე შეზღუდვების გამო მაღაზია მუშაობს 09:00-20:00)
სამუშაო დღეები: 15 დღე (2 დღე მუშაობის შემდეგ 2 დღე დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** ლუდის ჩამოსხმა
** კონსულტაციის გაწევა როგორც ჩამოსასხმელ, ისე ბოთლის ლუდებზე
** მარაგების/ვადების კონტროლი
** სისტემის გამორეცხვა (საჭიროების შემთხვევაში შევასწავლით ადგილზე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: krombachergeorgia@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |