www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "ელთიბი", ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება მაღაზიებისთვის თბილისის და საქართველოს მასშტაბით სატვირთო მანქანის საშუალებით;
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით მძღოლის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია D);
** ავტო მტვირთავზე მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
** რუსული ენის ცოდნა(ინგლისური სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** თავაზიანობა, დელიკატურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |