www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის ზედამხედველი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 26 დასრულებულ პროექტს და 18 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე.

"არქიში" დასაქმებული მშენებლობის ზედამხედველის ფუნქციები იქნება:

** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
** მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
** გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირება;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება;
** სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით);
** სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე https://crm.archi.ge/pub/form/3_hr_archi/ak7646/ და გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |