www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT/ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ეივიბი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "ეივიბი" აცხადებს ვაკანსიას IT/ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: აღმაშენებლის 174
ხელფასი: 1500 ლარი

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდური მუშაობის კულტურა.
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** შრომისმოყვარეობა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.
** ერთდროულად რამოდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტირება (სახანძრო სისტემები, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები, დაშვების სისტემები, აუდიო/განათება/ვიდეო სისტემები)
** ახალ ტექნოლოგიებისა და სისტემების შესწავლა, დანერგვა და განვითარება.
** ნახაზებთან მუშაობა(Archicad ან/და Autocad)
** პროექტების ფარგლებში პროცესის მსვლელობაზე სრულფასოვანი მიყოლა, ტექნიკური ჯგუფის ზედამხედველობა, კლიენტების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა)
** კომპანიის ბალანსზე არსებული აპარატურის მოვლა და ტექნიკური დახმარების გაწევა.
** კომპანიის აღებულ სერვისებზე პასუხისმგებლობა და ტექნიკური მხარდაჭერა.
** საჭიროების შემთხვევაში მივლინებებში გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.
** საჭირო ფორმით ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ქმედებებისა და დავალებული სამუშაოების სტატუსის შესახებ ხელმძღვანელობისათვის.
** სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება უშუალოდ ხელმძღვანელის მითითებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში.
** ქსელის ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა.
** TCP/IP და OSI მოდელის ზოგადი ცოდნა (ლეიერების დონეზე).
** სერვერულ აპარატურასა და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** "Cad" პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** ნახაზის წაკითხვისა და აღქმის უნარი. მინიმუმ 2D ნახაზებთან მუშაობის შესაძლებლობა.
** ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია რუსულის ენის ცოდნა.
** სასურველია უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია აუდიო/ვიდეო და განათების სისტემების ფუნქციონირების და მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა.
** უპირატესობად ჩაითვლება ნებისმიერი თანამედროვე ელექტრო-მექანიკური სისტემის მუშაობის ცოდნა.
** აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა.

ასევე გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვეძებთ მონდომებულ, გონებაგახსნილ, პერსპექტიულ და ზრდაზე ორიენტირებულ კადრს, ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის. არ არის აუცილებელი რომელიმე ზემოთჩამოთვლილ სისტემას უმაღლეს დონეზე ფლობდეთ. მთავარია გქონდეთ საბაზისო ცოდნა და უნარი ჩვენთან ერთად ან ჩვენი დახმარებით შეისწავლოთ კონრეტული სისტემა, მიუდგეთ ლოგიკურად, გააანალიზოთ და მომავალში ეს მიღებული ცოდნა ერთად გამოვიყენოთ სხვადასხვა პროექტში.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: np@avb.ge და CC-ში მიუთითეთ: deme@avb.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |