www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 65 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო
მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ონლაინ-პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
** კომპანიის ვებგვერდების შეფასება და ტექნიკურ განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალი პროექტების იდეების გენერირება და აღსრულება;
** Task Manager-ის შეფასება და ტექნიკურად დახვეწა;
** დოკუმენტების ონლაინ რეესტრის შექმნა;
** აპლიკაციის ტექნიკური დავალების გაწერა და პროცესისა და ვადების კონტროლი,
** ონლაინ-გაყდვების ტექნიკური მხარდაჭერა;
** ონლაინ ტესტირების პლატფორმის კურირება და განვითარება;
** სხვა საჭირო ციფრულ მიმართულებებზე მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** ვებ-დეველოპმენტის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** კრეატიული
** სიახლეებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** კომუნიკაბელური.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. 49.

დაინტერესებულ პირებს, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x9f90005056a2625311eb50008f577b9d და შეავსოთ განაცხადი 2021 წლის 31 იანვრამდე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |