"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.
"ფინანსური ბიურო" საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 21 ფილიალს და 700-მდე თანამშრომელს.
ფინანსური ბიურო აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი 10:00-დან 13:00-მდე.
სამუშაოს აღწერა:
** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).
კომპეტენციები და უნარები:
** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი - ქუთაისი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.