www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის კონსულტანტი/ბარისტა
მომწოდებელი: დანკინ დონატსი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ"-ს განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "დანკინ"-ის კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "დანკინ"-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.dd.ge/

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ბარისტა).

რატომ "დანქინი"?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
** ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას!
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმარებელთან ურთიერთობაში
** ჩვენთან ღიმილი მთავარია უნიფორმის ნაწილია!
** ერთად უკეთესია და ერთად - ვგულისხმობთ შენთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 70%-მდე ფასდაკლება კვებაზე
** სტაბილურ შემოსავალს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.

ვაკანსიის ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@dd.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2021 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |