კომპანია "იზი ვეი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@easyway.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.