კომპანია "ლიდერ-ფუდი"-ს სუპერმარკეტების ქსელი აცხადებს კონკურსს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. 73
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით
ფუნქციები:
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება, საჭიროების მიხედვით მომზადება;
** სამივლინებო ხარჯების დაანგარიშება, გადარიცხვების წარმოება;
** ჩეკის გაუქმების დოკუმენტის მომზადება, შესაბამისი პირების მიერ ხელმოწერის უზრუნველყოფა, აღრიცხვა;
** მომსახურების თანხების გაანგარიშება, შესაბამისი ფაქტურების დადასტურება და ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ფულადი გადარიცხვის პროგრამული ასახვა;
** კორექტირების ფაქტურების გადაგზავნა შესაბამისი ადრესატებისთვის;
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
** ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;
** ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე
** ACCA-ს მეორე დონის წიგნები (ჩაითვლება უპირატესობად)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; APEX პროგრამული უზრუნველყოფის, საბუღალტრო მოდულის ცოდნა (სასურველია).
** MS Office-ის ცოდნა.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაცია
** სამუშაოს ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 იანვარი, 2021 წ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@lider-food.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.